-
ვისთვისაა განკუთვნილი კურსები?
კურსები განკუთვნილია ბლოგერებისთვის, ინფლუენსერებისთვის, მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის, რომელთაც სურთ თავიანთი ინსტაგრამ გვერდის გაზრდა და განვითარება.
-
როგორ ხდება სწავლა?
ნებისმიერი კურსის შეძენის შემთხვევაში სწავლა ხდება ონლაინ ფორმატში. თითოეული კურსი მოიცავს რამდენიმე ვიდეო გაკვეთილს, ასევე მათ კონსპექტებს.
-
რამდენი ხანი მექნება წვდომა კურსებზე?
თითოეული კურსის შემთხვევაში მასზე წვდომის ვადები განსხვავდება და მითითებულია თავად კურსის აღწერილობაში. ვადის ამოწურვის შემდეგ, თქვენ ხელახლა შეგეძლებათ კურსის აღება.
-
შესაძლებელი იქნება თუ არა რამდენიმე კურსის ერთდროულად გავლა?
დიახ, საიტზე შესაძლებელი იქნება mphoto-ს რამდენიმე კურსის ერთად გავლა. ასეთ შემთხვევაში იმოქმედებს სპეციალური შეთავაზება და ფასები.
-
კურსები გულისხმობს თუ არა დავალებების შესწორებას?
დიახ, თითოეული კურსის შემთხვევაში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ორი ტიპის პაკეტი: სტანდარტი და პრემიუმი. სტანდარტული პაკეტი არ გულისხმობს შესრულებული დავალებების შესწორებას მენტორის მიერ. ხოლო პრემიუმ პაკეტის შემთხვევაში თქვენს მიერ შესრულებულ დავალებებს შეამოწმებს მენტორი, მოგცემთ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს. თითოეულ კურსის პრემიუმ პაკეტზე მისაღებ პირთა რაოდენობა იქნება შეზღუდული და დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობა მითითებული იქნება კურსის აღწერილობაში.
-
როგორ შეიძლება ფოტო სესიაზე ჩაწერა?
ფოტო სესიის დასაჯავშნად მოგვწერეთ ელ-ფოსტით ან სპეციალური ფასდაკლების მისაღებად, დაგვიკავშირდით ინსტაგრამ გვერდის მეშვეობით @maiko_tkemaladze
-
რას გულისხმობს მომსახურება „ინსტაგრამის გვერდის განახლება (MakeOver)“ და როგორ შეიძლება მისი შეკვეთა?
ინსტაგრამის გვერდის განახლება გულისხმობს ინსტაგრამ მენტორის, მაიკო ტყემალაძის მიერ თქვენი გვერდის სრულყოფილ შესწავლას (ფიდი, სთორები, აქტიურობა, ბიო, ფოტო, სტრატეგია) და მის შემდგომ განვითარებასთან და ზრდასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემას. განახლების ჩასატარებლად და Zoom შეხვედრის ჩასანიშნად, მოგვწერეთ ელ-ფოსტით, ან დაგვიკავშირდით ინსტაგრამ გვერდის მეშვეობით. ინსტაგრამის გვერდის განახლებასთან ერთად ასევე შესაძლებელი იქნება მეორე სერვისის, MakeOver+ შეძენა, რომელიც გულისხმობს ასევე თქვენი გვერდის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და 1 თვიან კონსულტაციებს. ინსტაგრამ განახლების მომსახურების ღირებულებაა - 70 ₾
-
რას გულისხმობს სერვისი „MakeOver+“ და როგორ შეიძლება მისი შეკვეთა?
სერვისი „Makeover+“ გულისხმობს ინსტაგრამ მენტორის, მაიკო ტყემალაძის მიერ თქვენი გვერდის სრულყოფილ შესწავლას (ფიდი, სთორები, აქტიურობა, ბიო, ფოტო, სტრატეგია) და მისი შემდგომ განვითარებისა და ზრდისთვის სტრატეგიის შემუშავებას და 1 თვიან კონსულტაციებს. თქვენ, ერთი თვის განმავლობაში შეძლებთ 4 Zoom შეხვედრა გამართოთ მენტორთან, ერთად შეიმუშაოთ გვერდის განვითარების სტრატეგია და 4 კვირის განვამლობაში დაგეგმოთ გვერდის კონტენტი, იპოვოთ თქვენი ნიშა და გადახვიდეთ გვერდის განვითარების ახალ ეტაპზე. ინსტაგრამ MakeOver+ მომსახურების ღირებულებაა - 250 ₾
-
რას ნიშნავს Instagram Makeover?
კონსულტაცია თქვენს ინსტრაგრამ გვერდთან დაკავშირებით
-
ვისთვისაა Instagram Makeover?
როგორც ნებისმიერი ბლოგერისთვის, რომელიც პირადი მიზნებისთვის იყენებს ინსტაგრამ გვერდს, ისე ბიზნეს გვერდებისათვის.
-
როგორ მივიღებთ მომსახურებას?
მომსახურებას მიიღებთ ინსტაგრამ მიმოწერის, ელ-ფოსტის და Zoom შეხვედრის მეშვეობით.
-
მექნება თუ არა მუდმივი წვდომა Instagram Makeover-ის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან?
დიახ, ანგარიში გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტის მეშვეობით და ხელმისაწვდომი იქნება მუდმივ რეჟიმში, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი.
-
რა ტიპის რჩევებს მივიღებ?
რჩევები გვერდის ვიზუალთან (ფიდი, ბიო, ავატარი, ჰაილაითები, სთორები) ბიოს ნიშასთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით.
-
როდის შევძლებ ცვლილებების შეტანას ჩემ გვერდზე?
როგორც კი შევჯერდებით ყველა ზემოხსენებულ თემაზე.
-
შევძლებ თუ არა დამოუკიდებლად რჩევების გამოყენებას?
დიახ. მიიღებთ იმ აპლიკაციების ჩამონათვალს, რომელიც დაგეხმარებათ გვერდის მართვაში.
-
აუცილებელი იქნება თუ არა ძველი კონტენტის წაშლა?
შესაძლებელია გარკვეული ფოტო-ვიდეო კონტენტის დაარქივება ან წაშლა დაგჭირდეთ.
-
როგორ დავრეგისტრიდე ვებ გვერდზე და როგორ შევიძინო პროდუქტი/კურსი ?
რეგისტრაცია შესალებელია როგორც FB ან Google სწრაფი ავტორიზაციის აპლიკაციით, ასევე სტანდარტული წესით. ხოლო ყიდვის დროს უნდა მიყვეთ მითითებულ ინსტრუქციას. თვალსაჩინო დეტალებისთვის იხილეთ მოკლე ვიდეო