ჩვენ შესახებ

  • Home
  • ჩვენ შესახებ
Shape Image One
About Us
About Us
About Us
About Us
Instagram ბლოგინგისა და მობილური ფოტოგრაფიის სკოლა

mPhoto-ს შესახებ:

mPhoto-ს მიზანია დაეხმაროს დამწყებ და მოქმედ ბლოგერებს, მცირე და მსხვილ მეწარმეებს საკუთარი ინსტაგრამ გვერდის მართვაში. ჩვენთან ისწავლით თუ როგორ შექმნათ საინტერესო და მიმზიდველი ინსტაგრამ გვერდი და მართოთ იგი, ასევე როგორ გაზარდონ გამომწერების რაოდენობა ორგანულად, გახდეთ უკეთესი ბლოგერი, საკუთარი მობილური ტელეფონით შექმნათ საოცარი ფოტო და ვიდეო კონტენტი.

ინსტაგრამის მართვასთან დაკავშირებული მომსახურებების მეშვეობით კი შეძლებთ თქვენი ინსტაგრამის სუსტი მხარეების სიძლიერეებად გადაქცევას, სწორად განსაზღვრავთ გვერდის ნიშასა და სტრატეგიას და ორგანულად განავითარებთ თქვენს გვერდს.

ყველა კურსის ნახვა
About Us
About Us
About Us
About Us

mPhoto-ს, როგორც მობილური ფოტოგრაფიისა და ინსტაგრამ ბლოგინგის შემსწავლელი პლატფორმის შექმნის პირველი იდეა გაჩნდა რამდენიმე წლის წინ, თუმცა, პანდემიამდე პერიოდში, ონლაინ სწავლება არც თუ ისე აქტუალური იყო საქართველოში და ამ იდეის განხორციელებაც რამდენიმე წლით გადაიდო. 2020 წელს როდესაც პანდემიით გამოწვეულ სრულიად განსხვავებულ რეალობაში აღმოვჩნდით, ნათლად აღვიქვით ონლაინ სწავლების მნიშვნელობა და აუცილებლობა. პანდემიამ ასევე გვაჩვენა თუ რამდენად დამოკიდებული გავხდით სოც. ქსელებზე და თუ როგორ გადმოინაცვლა ბიზნესმა რეალურიდან ვირტუალურ სამყაროში. ჩვენც გაგვიჩნდა სურვილი რომ ფეხი აგვეწყო ამ ახალი რეალობისთვის და შეგვექმნა ონლაინ სკოლა – სივრცე სადაც მსმენელებს საშუალება ექნებათ მუდმივად მოიძიონ მათთვის საინტერესო კურსები და ინფორმაცია და გაიღრმავონ ცოდნა როგორც ინსტაგრამ ბლოგინგის ისე მობილური ფოტოგრაფიის მიმართულებით და არა მხოლოდ.

mPhoto-ს უპირატესობა არის ის, რომ აქ განთავსებული კურსები ხელმისაწვდომი იქნება მუდმივ რეჟიმში, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მსმენელს მათზე წვდომა ექნება შეძენიდან 3 თვის განმავლობაში.

mPhoto გთავაზობთ კურსებს, სადაც საშუალება გექნებათ იმუშაოთ საკუთარ თავზე როგორც დამოუკიდებლად (კურსის პაკეტი „სტანდარტი“), ისე მენტორთან ინდივიდუალური კომუნიკაციის გზით (კურსის პაკეტი „პრემიუმი’’).

mPhoto ასევე საინტერესო სივრცეა იმ პირებისათვის, რომელთაც სურთ შექმნან, ან უკვე შექმნილი აქვთ საკუთარი ონლაინ კურსი (მობილური (და არა მხოლოდ) ფოტოგრაფიის, ისე ინსტაგრამისა და ზოგადად, სოციალური მედიის მართვის კუთხით), რადგან აქ ისინი შეძლებენ საკუთარი კურსების განთავსებას და გაყიდვას.

გაქვს საინტერესო ონლაინ კურსები?

გახდი მენტორი

შექმენი შენი ონლაინ კურსი/მარათონი მოხერხებული და მარტივი ინსტრუმენტებით და განათავსე ჩვენთან

მოგვწერე
Shape Image
Shape Image
Shape Image