თანხის დაბრუნების და მიწოდების პოლიტიკა

  • Home
  • თანხის დაბრუნების და მიწოდების პოლიტიკა
Shape Image One

1. mPhoto.ge ზე ნაყიდი ვირტუალური კურსის ან სერვისის ღირებულების დაბრუნების პირობები:

1.1. mphoto ს თანხის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გეძლევათ შესაძლებლობას 1 სამუშაო დღის განმავლობაში უკან დაიბრუნოთ გადახდილი თანხა ქვემოთ მითითებული წესის დაცვით:

2. თანხის დაბრუნების წესი და გამონაკლისები:

2.1. გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ “საკონტაქტო ფორმის” გამოყენებით და გვაცნობეთ პროდუქტის/სერვისის დაბრუნების/გაუქმების შესახებ;

2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა გვაცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის/სერვისის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა ელ. ფოსტის მისამართზე: maiko@mphoto.ge)

2.3. დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს ნებისმიერ პროდუქტზე ან სერვისზე მიღებიდან 1 კალენდარული დღის განმავლობაში

2.4 სერვისთან დაკავშირებულ პირობებზე (ფოტოსესიის შეკვეთა, ონლაინ კურსის შეძენა და ა.შ. ნებისმიერი ვირტუალური სახის პროდუქტი ან სერვისი) დაბრუნების პოლიტიკა მოქმდეებს იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს არ აქვს სრულად ან ნაწილობრივ გამოყენებული სერვისი (მაგ.: დაწყებულია კურსი, დაწყებულია კონსულტაცია ინსტაგრამ გვერდის განახლებასთან დაკვშირებით, შეთანხმებულია ფოტოსესიის პირობები და დრო წერილობით)

3. ანაზღაურების წესი:

3.1.  mphoto მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის/სერვისის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ პროდუქტში გადახდილი თანხის:

3.1.1 100%, იმ შემთხვევაში თუ ვირტულური კურსი არ არის ინიცირებული ან მომხმარებელმა არ მიიღო ვებ გვერდზე განთავსებული ვირტულური პროდუქტის ან სერვისის ადექვატური მომსახურება/პროდუქტი.

3.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკოანგარიშზე თანხის დაბრუნების გზით.

4. პროდუქტის/სერვისის წესი:

4.1 mphoto ვალედებულია მომხმარებელს ანგარიშწორების შემდეგ მიაწოდოს შესაბამისი სერვისი/პროდუქტი ქვემოთ მოცემულ დროში და პირობით:

4.1.1 ონლაინ კურსი –  ვებ გვერდიდან შეძენის შემთხვევაში –  კურსი ავტომატურად ჩნდება მომხმარებლის პროფილში და შესაძლებელია დაუყოვნებლივ გამოყენება. ასევე, როგორც წესებში და პირობებშია მოცემული – კურსში შეიძლება იყოს დროებითი და გარკვეული (უშუალოდ კურსში მითითებული განმარტების მიხედვით) შესაძლოა გაქრეს ვადის ამოწურვის შემდეგ.

4.1.2 ინსტაგრამ პროფილის აუდიტი – სტანდარტული პაკეტის შემთხვევაში – არაუგვიანეს შეკვეთიდან 7 კალებდარული დღე, ხოლო პრემიუმის შემთხვევაში – არაუგვიანეს 30 კალენდარული დღე (დამოკიდებულია მომხმარებლის  ინსტაგრამ ანგარიშის და დასმული ამოცანის კომპლექსურობაზე)

4.1.3 ფოტოსესია – ფოტოსესიის თარიღი და ლოკაცია თანხმდება წერილობით წინასწარ ანგარიშწორებამდე.