აღნიშნული პაკეტი აერთიანებს mphoto-ს ონლაინ კურსებსა და მარათონს და სრულად მოიცავს ინფორმაციას, რომელიც ნებისმიერ დამწყებ თუ მოქმედ ბლოგერს გაუღრმავებს ცოდნას ბლოგის მართვის კუთხით. პაკეტის შეძენით თქვენ შეისწავლით როგორც ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნას ინსტაგრამისთვის, ისე ბლოგის მართვის ხრიკებს, რაც გახდება თქვენი გვერდის მომავალი წარმატების საწინდარი. ამ პაკეტში ყველაფერია რაც ნებისმიერმა ინსტაგრამ ბლოგერმა უნდა იცოდეს.
“1=4” პაკეტი აერთიანებს შემდეგ კურსებს:
Reels კურსი – “როგორ გავხდეთ რილსმეიქერი”
მობილური ფოტოგრაფიის კურსს – “როგორ გადავიღოთ ფოტო კონტენტი ინსტაგრამისთვის”
ინსტაგრამის მართვის მინი კურსს – “მარათონი INTA LVL UP”
მინი კურსს ინსტაგრამის ვიზუალის მნიშვნელობის შესახებ – “ინსტაგრამის ვიზუალი”
“1=4” პაკეტის შეძენის შემთხვევაში მასზე წვდომა გექნებათ განუსაზღვრელი ვადით.
კურსი გულისხმობს დამოუკიდებელ მუშაობას (გაკვეთილებს უყურებთ თქვენთვის ხელსაყრელ დროს და იწყებთ მიღებული ცოდნის გამოყენებას თქვენს ინსტაგრამ გვერდზე) და არ ითვალისწინებს მენტორთან უკუკავშირს (დავალებები, მათი შესწორება). თუმცა ნებისმიერი კითხვის ან რჩევა/რეკომენდაციის მიღების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ მენტორს, ინსტაგრამზე, პირადი შეტყობინებების საშუალებით (@maiko__tkemaladze)