პაკეტი 1=4 ანუ როგორ გავხდეთ ინსტაგრამ ბლოგერი

  • Home
  • პაკეტი 1=4 ანუ როგორ გავხდეთ ინსტაგრამ ბლოგერი
5.00(1)
( 92 Rating )
Shape Image One

Description

აღნიშნული პაკეტი აერთიანებს mphoto-ს ონლაინ კურსებსა და მარათონს და სრულად მოიცავს ინფორმაციას, რომელიც ნებისმიერ დამწყებ თუ მოქმედ ბლოგერს გაუღრმავებს ცოდნას ბლოგის მართვის კუთხით. პაკეტის შეძენით თქვენ შეისწავლით როგორც ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნას ინსტაგრამისთვის, ისე ბლოგის მართვის ხრიკებს, რაც გახდება თქვენი გვერდის მომავალი წარმატების საწინდარი.  ამ პაკეტში ყველაფერია რაც ნებისმიერმა ინსტაგრამ ბლოგერმა უნდა იცოდეს.
“1=4” პაკეტი აერთიანებს შემდეგ კურსებს:
Reels კურსი – “როგორ გავხდეთ რილსმეიქერი”
მობილური ფოტოგრაფიის კურსს – “როგორ გადავიღოთ ფოტო კონტენტი ინსტაგრამისთვის”
ინსტაგრამის მართვის მინი კურსს – “მარათონი INSTA LVL UP”
მინი კურსს ინსტაგრამის ვიზუალის მნიშვნელობის შესახებ – “ინსტაგრამის ვიზუალი”
“1=4” პაკეტის შეძენის შემთხვევაში მასზე წვდომა გექნებათ განუსაზღვრელი ვადით.
კურსი გულისხმობს დამოუკიდებელ მუშაობას (გაკვეთილებს უყურებთ თქვენთვის ხელსაყრელ დროს და იწყებთ მიღებული ცოდნის გამოყენებას თქვენს ინსტაგრამ გვერდზე) და არ ითვალისწინებს მენტორთან უკუკავშირს (დავალებები, მათი შესწორება). თუმცა ნებისმიერი კითხვის ან რჩევა/რეკომენდაციის მიღების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ მენტორს, ინსტაგრამზე, პირადი შეტყობინებების საშუალებით (@maiko__tkemaladze)

What Will I Learn?

  • თქვენ შეისწავლით როგორც ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნას ინსტაგრამისთვის, ისე ბლოგის მართვის ხრიკებს, რაც გახდება თქვენი გვერდის მომავალი წარმატების საწინდარი.

Topics for this course

21 Lessons7h 55m

როგორ გავხდეთ რილსმეიქრი

გაკვეთილი #1 – რა არის რილსი00:32:23
გაკვეთილი #2 – ყველაზე ხშირი რილს შეცდომები00:16:53
რილსის წარმატების ფორმულა00:35:16
რილსის ტრენდები00:12:00
გაკვეთილი #5 – მთელი კვირის რილსების მარაგი 45 წუთში00:08:00
გადაღება და მონტაჟი00:51:00
ბონუს გაკვეთილი00:11:30

Insta Level UP?

კურსის აღწერილობა: მარათონი Insta LVL-Up წარმოადგენს ინსტაგრამის მართვის მინი კურსს, რომელიც შედგება 4 ვიდეო გაკვეთილისგან, რომელზე წვდომაც გექნებათ შეძენიდან 90 დღის განმავლობაში, მუშაობთ დამოუკიდებლად საკუთარ თავზე და მიღებულ ცოდნას იყენებთ გვერდის მართვაში. მინი კურსი წარმოადგენს თქვენთვის ერთგვარ ვიდეო სახელმძღვანელოს რომელშიც განხილულია შემდეგი საკითხები: • გვერდის მიზნობრიობა & ნიშა • გვერდის სარგებელი • კონტენტის ფორმატები • კონტენტის სამი სვეტი • კონტენტის დაგეგმვა • ინსტაგრამზე დროის მართვა • სამი წამის პრინციპი • მიმზიდველი ვიზუალი & მისი დაგეგმვა • გვერდის მთავარი ელემენტები • ტექსტების (ქეფშენის) მნიშვნელობა • გვერდის მართვისას დაშვებული შეცდომები • სამიზნე აუდიტორიის მნიშვნელობა • ჩართულობის და კომუნიკაციის მნიშვნელობა კურსი თანაბრად საინტერესოა როგორც დამწყები ბლოგერებისა & გვერდებისთვის, ისე მათთვის ვინც დიდი ხანია ინსტაგრამზე, მაგრამ სურს მისი მართვის კუთხით ცოდნის გაღრმავება.

როგორ გადავიღოთ ფოტო კონტენტი ინსტაგრამისთვის?

როგორ გადავიღოთ ფოტო კონტენტი ინსტაგრამისთვის (მობილური ფოტოგრაფია ბლოგისთვის) კურსი შედგება 6 გაკვეთილისგან. კურსის მსვლელობისას შეისწავლით: ტელეფონის კამერის შესაძლებლობები კომპოზიცია შუქთან მუშაობა ფოტო კონტენტის დაგეგმვა და ინსპირაცია ფოტო ტრენდები და ფერები გადაღების ხრიკებს სელფის გადაღება ფოტოებით ინსტაგრამ გვერდის ვიზუალის აწყობა. კურსის მსვლელობისას მუშაობთ დამოუკიდებლად, მენტორთან უკუკავშირის გარეშე.  კურსის გაკვეთილებზე წვდომა გექნებათ შეძენიდან 90 დღე. 

ინსტაგრამის ვიზუალი?

გვერდის ვიზუალი ერთ-ერთი პირველია, რომლის გამოც თქვენს ბლოგზე მოხვედრილი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას გახდეს თქვენი გამომწერი. ეს მინი კურსი (მარათონი) ზუსტად მათთვისაა, ვისაც სურს ისწავლოს ბლოგის ისეთი ვიზუალის შექმნა, რომელსაც ვერავინ ჩაუვლის გულგრილად. მარათონი შედგება 4 გაკვეთილისგან, სადაც შევეხებით ისეთ თემებს როგორიცაა: ▶️ვიზუალის მნიშვნელობა ბლოგის წაყვანისას ▶️ ვიზუალის ტიპები გვერდის ნიშის მიხედვით ▶️ ფერების განსაზღვის მნიშვნელობა ბლოგისთვის ▶️ ბლოგის ვიზუალი, როგორც პირადი ბრენდის ნაწილი ▶️ აპლიკაციები, რომლებიც დაგვეხმარება ვიზუალის შედგენა/აწყობაში ▶️ როგორ ვიმუშაოთ Canva-ში ▶️ მთავარი რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ გვერდის მართვაში მარათონი (მინი კურსი) არ გულისხმობს მენტორთან უკუკავშირს და დავალებების შესრულებას, თუმცა კურსის გავლისას, ნებისმიერი კითხვის გაჩენის შემთხვევაში შეძლებთ მიმართოთ მენტორს - მაიკო ტყემალაძეს, ინსტაგრამის მეშვეობით. მარათონის გაკვეთილებზე წვდომა გექნებათ შეძენიდან 90 დღე
425

Enrolment validity: Lifetime

Target Audience

  • All